საინფორმაციო სიტემიდან შესაძლებელია ინფორმაციის ნახვა საჭურველზე, თუ რა ბონუსებს იძლევა კონკრეტული აბჯრის ნაწილი ან მთლიანი სეტი, იარაღის ბონუსები, სპეციალური თვისებების მქონე იარაღები, ბიჟუტერია და რაიდ ბოსების ბიჟუტერიის ბონუსები, რა რესურსებია საჭირო თვითოეული ნივთის დასაკრაფტავად, სად მოიპოვება რესურსები და საჭურველი. ინფორმაცია მოსტრების და რაიდ ბოსების შესახებ, სად დგანან და რა ნივთებს აგდებენ. ინფორმაცია რასების და კლასების შესახებ, საწყისი სტატები, შესაბამისი დონის სკილები და სკილების აღწერა. ინფორმაცია ციხეების შესახებ, ვის მფლობელობაშია კონკრეტული ციხე, როდისაა დანიშნული ციხეზე შეტევა, ვინ უტევს და ვინ იცავს, ინფორმაცია 7 ნიშნის მდგომარეობის შესახებ და სხვა.
საინფორმაციო სისტემაში შეგიძლიათ ნახოთ სერვერზე მოქმედი წესები, გაიაროთ რეგისტრაცია, აღადგინოთ პაროლი დავიწყების შემთხვევაში, ნახოთ ინფორმაცია თქვენი პერსონაჟის სტატების შესახებ, დაათვალიეროთ ინვენტარი, აღებული ქვესტები, ნასწავლი უნარები, მიიღოთ ინფორმაცია თქვენი კლანის წევრების შესახებ და სხვა.
გარდა ამისა საინფორმაციო სისტემაში ჩადებულია დამატებითი სერვისებიც რომელიც საშუალებას გაძლევთ უფრო მორგებული და მოხერხებული გახდეს თამაშის დამატებითი შესაძლებლობები თქვენთვის:
ექაუნტის IP მისამართზე მიბმა
ექაუნტის IP მისამართზე მიბმის სერვისი უფასოა. მიბმული ექაუნტი დაცულია და პაროლის ცოდნის შემთხვევაშიც ბლოკავს სხვა კომპიუტერიდან შემოსვლას, რაც საგრძნობლად ამცირებს მისი გატეხვის ალბათობას. მიბმა უნდა განახორციელოთ უშუალოდ იმ კომპიუტერიდან რომლიდანაც თამაშობთ. შეგიძლიათ მიაბათ რამოდენიმე IP მისამართი (მაგალითად: სახლის, სამსახურის და ა.შ.).
ასევე შეგიძლიათ მოხსნათ ძველ IP-ზე მიბმა, მაგრამ ამისათვის ჯერ უნდა მიიბათ ახალი IP მისამართი, შეხვიდეთ სისტემაში ახალი IP მისამართიდან და მონიშნოთ ძველი IP-ები რომლის მოხსნაც გსურთ. იმისათვის რომ გააუქმოთ საერთოდ მიბმა საჭიროა წერილის მიწერა ადმინისტრაციასთან. გარდა თამაშში შესვლისა მიბმულ ექაუნტზე სხვა კომპიუტერიდან საინფორმაციო სისტემაში შესვლისას შეზღუდული იქნება სერვისებით სარგებლობა.
გაითვალისწინეთ: IP მისამართის მისამბლელად აუცილებელია უსაფრთხოების კოდის შეყვანა რომელსაც სისტემა აგზავნის მისაბმელი ექაუნტის ელ.ფოსტაზე. გაუფრთხილდით ექაუნტის ელ.ფოსტის მისამართს, მიბმული ექაუნტის გატეხვა მხოლოდ ელ.ფოსტაზე წვდომის შედეგად ხდება. ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავიცავთ თქვენ ელ.ფოსტას.
სახელის შეცვლა პერსონაჟზე
თუ გსურთ გამოცვალოთ სახელი პერსონაჟზე შეგიძლით მოიფიქროთ ახალი სახელი რომელიც გამოუყენებელია თამაშში და დაარქვათ იგი თქვენს ჩარს. სერვისის განხორციელებისას ყველა სტატუსი, კლანი, მეგობრების სია რჩება ჩვეულებრივ. განსხვავებით თამაშში დაწესებული შეზღუდვისა სერვისით სარგებლობა გაძლევთ საშუალებას პერსონაჟს დაარქვათ 2 და 3 ასოიანი სახელები.
ელ.ფოსტის შეცვლა ექაუნტზე
სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მოთამაშეებს ვისაც სურს შეცვალოს ექაუნტის ელ.ფოსტის მისამართი. შეცვლისას სისტემა აგზავნის ორ წერილს ექაუნტის ძველ და ახალ ელ.ფოსტაზე, რომელშიც მითითებულია სპეციალური კოდები. კოდების შეყვანა აუცილებელია ოპერაციის წარმატებით დასრულებისათვის.
სქესის შეცვლა პერსონაჟზე
ამ სერვისით სარგებლობა შეუძლია პერსონაჟებს ვისაც სურს შეუცვალოს სქესი პერსონაჟს. სერვისით სარგებლობა ეკრძალებთ კამაელის რასით მოთამაშეებს შესაბამის სერვერებზე.
პრემიუმ პერსონაჟი
ამ სერვისით სარგებლობისას არჩეული ვადით თქვენი პერსონაჟი მიიღებს გარკვეულ პრივილეგიებს: მომატებულ რეიტებს, სერვერზე შესვლის საშუალებას ლიმიტის დროსაც ასევე სპეციალური ბრძანებების აკრების საშუალება:
.autopickupon - ნივთების ავტომატური აღების ჩართვა
.autopickupoff - ნივთების ავტომატური აღების გამორთვა
.expon - გამოცდილების მიღების გამორთვა
.expoff - გამოცდილების მიღების ჩართვა
.offlineshop - პერსონაჟის გაყიდვაზე დასმა ოფლაინ რეჟიმში
გაითვალისწინეთ: სერვისი სხვადასხვანაირად მუშაობს სამივე სერვერებზე, ამიტომ სანამ აირჩევთ გაეცანით კონკრეტული სერვერისთვის პრემიუმ ჩარის ბონუსებს. მომატებული რეიტები მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ჩარზე და არ ვრცელდება იგი ფართის სხვა წევრებზე.
მოთამაშეების მაღაზია
მოთამაშეების მაღაზიის საშუალებით შეგიძლიათ გაყიდოთ ან იყიდოთ საჭურველი და სხვადასხვა ნივთები. იმისათვის რომ შეიძინოთ თქვენთვის საურველი ნივთი საჭიროა ექაუნტის ბალანსზე გქონდეთ შესაბამისი თანხა. ბალანსის შევსება შეგიძლიათ როგორც დონატორობით ასევე ნივთების გაყიდვითაც მოთამაშეთა მაღაზიაში:
ბალანსის შევსება ექაუნტზე დონატორობით სწრაფი გადახდის აპარატებიდან:
Hard სერვერზე, ბოსების პირველ რეიდზე დაწესებულია პრიზები!!!
პრიზები
Necklace of Valakas
აიპოდი
Earring of Antharas
დინამიკები
Ring of Baium
დივიდი
Zaken's Earring
მაუსი
Ring of Queen Ant
კლავიატურა
Earring of Orfen
ყურსასმენები
Ring of Core
ფლეშ მეხსიერება
იმისთვის რომ მოიგოთ პირველი რეიდისთვის დაწესებული პრიზი, ბიჟუტერიის მფლობელმა დროულად უნდა მოიწეროს support-ზე წერილი დახმარების და მხარდაჭერის ფორმიდან.
ფორმაში მოთამაშემ უნდა მიუთითოს ექაუნტის ელ.ფოსტა და ჩარის სახელი, რომელზეც წერილის მოწერის დროს, ინვენტარში 24 საათის განმავლობაში ექნება მითითებული რაიდბოსის ბიჟუტერია (გმ-ი შეამოწმებს ამ ჩარის ინვენტარს პერიოდულად).
ის ვინც პირველი მოიწერება და შეასრულებს პირობას გადაეცემა პრიზი!
Chronicle 4 Scions of Destiny - Hard სერვერი წარმოადგენს ძველ პროექტის ანალოგს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქრონიკები იყო Lineage II-ის ისტორიაში და მათ შორის პრედატორზეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
სერვერის ხელახალი გახსნა განაპირობა უშუალოდ ძველი მოთამაშეების მუდმივმა და დაჟინებულმა მოთხოვნამ.
სერვერი აგებულია ძველი Hard სერვერის ბირთვზე. ფუნქციონალურად გამართულია ისევე როგორც რამოდენიმე წლის წინ, მცირე ცვლილება შეეხო მხოლოდ დაცვის ნაწილს.
ტექნიკური დეტალები უმეტესად მოთამაშეების სურვილების მიხედვით დადგინდა (როგორც წესი, იდეალური გადაწყვეტის მიღება ყველა მოთამაშის სურვილებიდან გამომდინარე შეუძლებელია). სერვერი ალბათ უფრო საინტერესო იქნება ვეტერანებისთვის, ვისაც ძველი ნოსტალგია აქ Chronicle 4 Scions of Destiny-სადმი.
მცირე დეტალები
სერვერის რეიტები:
Exp: 10x - ბრძოლიდან მიღებული გამოცდილება
SP: 10x - უნარების შესასწავლად საჭირო ენერგია
Spoil: 1x - მატერიალების და რესურსების სპოილის ალბათობა
Drop: 5x-1x - ნივთების დროპის ალბათობა მერყეობს დინამიურად მონსტრების დონის მიხევდვით
გადავა ყველა პერსონაჟი, ნივთი თუ მიღწევა უკლებლივ, ასევე მოხდება მონაცემთა ბაზების გაწმენდა ძველი, გამოუყენებელი პერსონაჟების ინფორმაციისაგანაც.
ჩართვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება საიტზე.
მარტის პირველ ნახევარში სერვერი იმუშავებს სატესტო რეჟიმში. სატესტო პერიოდში ადმინისტრაცია სტანდარტულად ამოწმებს სერვერის დაცვას, აპარატურის დატვირთვას და ასწორებს კონფიგურაციის პარამეტრებს.
მოთამაშეებმა უნდა შევამოწმოთ გადაყვანილი პერსონაჟების დონე, გამოცდილება, სტატები, ინვენტარი, ბანკი, ბინადარი ცხოველები, კლანის ფუნქციები და მიღწევები. პრობლემების შემთხვევაში მოგვწერეთ რეპორტის ფორმიდან.
ტესტირების დამთავრებისას მონაცემების განულება არაა დაგემილი თუ რა თქმა უნდა რაიმე საგანგებო შემთხვევა არ მოხდა.